ცხადდება კონკურსი
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის 2020 წლის 9 დეკემბრის #242/01-01 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით);
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
4. 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
5. 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
შენიშვნა: გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე, მისამართზე: social@tsu.ge
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 16 დეკემბერს 12:00 სთ
აპელაცია : 16 დეკემბერს 15:00 სთ-მდე social@tsu.ge
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 16 დეკემბერს 18:00 საათზე
გისურვებთ წარმატებებს !